მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოში ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის მცხოვრებლებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს.
შსს-ს ინფორმაციით, ჩაბარებულია რვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რვა მჭიდითა და საბრძოლო ვაზნებით.
მათი განმარტებით, აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი 2008 წლის ომის შემდეგ სოფელში იპოვეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვინაიდან მოქალაქეებმა იარაღი ნებაყოფლობით ჩააბარეს, ისინი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ.