დავით საყვარელიძე დაკითხვაზე დღესაც არ გამოცხადდება

დავით საყვარელიძე დაკითხვაზე  დღესაც არ გამოცხადდება

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დასაკითხად დღეს არის დაბარებული.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ნათია სუხიაშვილის განცხადებით, საყვარელიძე უწყებაში მოწმის სახით დასაკითხად გუშინ, 12:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა არ გამოცხადდა.


გავრცელებული ინფორმაციით საგამოძიებო სამსახურს მან მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზვნა და აცნობა, რომ პარლამენტში სხდომას უნდა დასწერებოა. ამის გამო საყვარელიძე დაკითხვაზე დღეს 12:00 საათზე დაიბარეს. მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არც დღეს აპირებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისვლას და აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მიდის სამუშაო ვიზიტით.


 „უნდა გაითვალისწინონ დეპუტატის მანდატი და  ის მაინც მკითხონ, როდის მცალია, სანამ დამიბარებენ დაკითხვაზე“, - აცხადებს დავით საყვარელიძე.


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით საყვარელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში რიყის გასხვისების თემასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაკითხვაზეა  დაბარებული.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: