თბილისის ნაწილს შუქი გაეთიშება
თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების გამო, 10-დან 16 საათამდე შუქი ვაზისუბნის I მიკრორაიონის ნაწილს გაეთიშება.
სარემონტო სამუშაოების გამო, ელექტროენერგია 10-დან 18 საათამდე გლდანის მასივის I და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონს არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება 11-დან 12 საათამდე გუმათჰესის და ნავთლუღის ქუჩებს, ხოლო 11-დან 13 საათამდე ჭიჭინაძის ქუჩას შეეზღუდება.
შუქი 14-დან 16 საათამდე კი, საქნავთობის დასახლებას გაეთიშება.