ვანო მერაბიშვილი: ხელისუფლებამ იდეები დაგვიპირისპიროს და არა პროკურატურა!
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ახალ მთავრობას მათ წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებს, მათ შესრულებისკენ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ზეწოლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ ყოველდღიურად გვიხდება რეაგირება იმ ზეწოლაზე, რომელსაც ახორციელებენ პროკურატურა და ძალოვანი უწყებები პარლამენტის წევრებზე, ყოფილ სახელმწიფო მოხელეებსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე. ოპოზიციას ხელისუფლებამ დაუპირისპიროს იდეები, დაპირებების ასრულება და არა - პროკურატურაში დაბარება და ზეწოლა", - განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მისი განმარტებით, დღე არ გავა, "ნაციონალური მოძრაობის" 10-15-მდე წევრის დაკითხვა, მათზე მუქარა და ზეწოლა არ განხორციელდეს.