რატომ მივიდა მანუჩარ ჯოხაძე თვითმკვლელობამდე?

რატომ მივიდა მანუჩარ ჯოხაძე თვითმკვლელობამდე?

წუხელ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე ჩამომხრჩვალი იპოვეს, რასაც საპარლამენტო უმცირესობიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. ამ ტრადეგიას მწვავედ გამოეხმაურა გივი თარგამაძე.


როგორც ჯოხაძის ახლობლები "ივერიონთან" საუბრებში აცხადებენ, სუიციდის რეალური მოტივი ოჯახური პრობლემები იყო. აქედან გამომდინარე, "ნაცმოძრაობის" მხრიდან გაკეთებული განცხადებები რეალობას მოკლებულია. მანუჩარ ჯოხაძეს არანაირი დარღვევები და მით უფრო, სამართალდამცავებთან რაიმე პრობლემა არ ჰქონია.


"არ შეიძლება მიცვალებულით მანიპულირება და პოლიტიკური ქულების მოპოვება, მით უფრო, მაშინ, როცა ამას თვით მანუჩარ ჯოხაძის პიროვნება არ იმსახურებდა", - აცხადებს კოხაძის ახლობელი.


წუხელ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მანუჩარ ჯოხაძე საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს.


წინასწარი ვერსიით, ადგილი აქვს თვითმკვლელობას, თუმცა, გარდაცვლილის ახლობლები თვითმკვლელობის მიზეზებზე ვერ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ის დღის განმავლობაში კარგ განწყობაზე იყო.


მანუჩარ ჯოხაძის ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: