შეხვედრა აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებთან
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობასა და აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლთა შორის შეხვედრა გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი უძღვებოდა.
სამინისტროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრის მიზანი ახალ ბიზნესპროექტებთან დაკავშირებით, მათთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.
როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, საქართველოს განვითარებისთვის კარგი საინვესტიციო პროექტების და ბიზნესპარტნიორების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ კომპანიებს დიდი კონტაქტები აქვთ საერთაშორისო კომპანიებთან, რომელთა ნაწილმაც შესაძლოა, საქართველოში ბიზნესაქმიანობის სურვილი გამოთქვას“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
შეხვედრის მონაწილე აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებმა მთავრობის ახალი ინიციატივა დადებითად შეაფასეს.
მათი განცხადებით, ისინი პოტენციური ინვესტორების, ახალი საინტერესო ბიზნესპროექტების მოძიების პროცესში აქტიურად ჩაებმებიან.