ირაკლი ალასანია აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრება

ირაკლი ალასანია აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დღეს წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში, 2008 წლის ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდს მეუფე შიო გადაიხდის და მას ალასანიასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაესწრება.

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესვე, მართლმადიდებლები წმინდა ანდრია პირველწოდებულსაც იხსენიებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: