საქალაქო სასამართლო ბუტა რობაქიძის მეგობრების საქმეს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბუტა რობაქიძის მეგობრების სასამართლო პროცესი გაიმართება.
დაკავებულებს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და გამოყენება ედებათ.
დაცვის მხარე იმედს გამოთქვამს, რომ ფალსიფიცირებული ბრალდების მოხსნა სამართლიანობის აღდგენის ნათელი მაგალითი გახდება.
2012 წლის ნოემბრიდან, პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო და ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა.
ბუტა რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლეს.