რამდენი თვითმფრინავი ჰყავს პრეზიდენტს?

რამდენი თვითმფრინავი ჰყავს პრეზიდენტს?

თავდაცვის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილისთვის მეორე თვითმფრინავის ჩამორთემავაზე საუბრობს, "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრში" საუბრისას თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ მეორე ბორტი პრეზიდენტისთვის ერთი წლის წინ, ლიზინგის წესით შეიძინა.


"ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პირველი პირი დავტოვეთ თვითმფრინავის გარეშე. პრეზიდენტს ჰყავდა ორი ბორტი. პირველი ბორტიც თავდაცვის სამინისტრომ იყიდა და საკამოდ დიდი თანხა გადაიხადა. მეორე ბორტიც რომ დაგვეტოვებინა, ყოველთვიურად ქვეყანას უნდა გადაეხადა 850 000 ლარი", - განაცხადა ავალიანმა და აღნიშნა, რომ დაზოგილი თანხები ჯარის სოციალურ საჭიროებებს მოხმარდება.


თავდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტის პრესსპიკერი მანანა მანჯგალაძე ეხმაურება:


"თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს ორი თვითმფრინავი ჰყავს, სიმართლეს არ შეესაბამება. პრეზიდენტი გადაადგილებისთვის იყენებდა ერთ საჰაერო ხომალდს, მეორე ბორტი კი მთავრობის განკარგულებაში იყო. არჩევნების შემდეგაც მდგომარეობა უცვლელი დარჩა. პრეზიდენტი სარგებლობს ერთი ხომალდით, მეორე ბორტი კი ისევ რჩება მთავრობის, კონკრეტულად კი, თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს იმის თაობაზე, რომ ხომალდი შეძენილია ლიზინგის წესით და გადაწყვეტილება მიღებულია სალიზინგო კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, რაც ავტომატურად გამოიწვევს უკვე გადახდილი თანხის დაკარგვას, რითაც სახელმწიფოს სოლიდური ზარალი მიადგება. აქვე დავძენთ, რომ ლიზინგის წესით შეძენა, ზოგადად, მიღებული და აპრობირებული მეთოდია", - განაცხადა მანჯგალაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: