გარევაჭრობის დაშვებას გურჯაანშიც მოითხოვენ

გარევაჭრობის დაშვებას გურჯაანშიც მოითხოვენ

გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეები ქუჩაში გამოვიდნენ და გარემოვაჭრეებს შეურთდნენ.


მათი განცხადებით, ბაზარში არავინ აღარ შედის და საქონლის რეალიზაციაში ხელი ეშლებათ. ადგილობრივმა თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. მათი ნაწილი ამ მოთხოვნას დაემორჩილა, ნაწილი კი ადგილზე რჩება.


გურჯანიის გარემოვაჭრეებიც მოითხოვენ, რომ ახალ წლამდე გარევაჭრობის ნებართვა მისცენ.


გურჯაანის გამგებელი კი აცხადებს, რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე ახალი წლის შემდეგ დაიწყება მუშაობა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: