ისრაელმა იერუსალიმის ჯვრის ტაძარში მომხდარი ვანდალიზმი დაგმო

ისრაელმა იერუსალიმის ჯვრის ტაძარში მომხდარი ვანდალიზმი დაგმო

ისრაელის საელჩო ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ავრცელებს, რაც იერუსალიმში ჯვრის ტაძარში მომხდარ ვანდალურ ფაქტს ეხება.


"ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული ისრაელის სახელმწიფოში, დამნაშავენი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. პოლიცია მოცემულ მომენტშიც ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს",- აცხადებს ნეთანიაჰუ.


საქმეზე გამოძიება იერუსალიმის პოლიციის ცენტრალურმა განყოფილებამ უკვე დაიწყო.


არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს. მათ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე და იქვე მდგარ რამდენიმე ავტომობილზე შეურაცხმყოფელი წარწერები გააკეთეს, რომლითაც იესო ქრისტეს უხამსად მოიხსენიებენ. ასევე, დააზიანეს ტაძრის ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანა, ერთ-ერთ მანქანაზე კი გაკეთებულია რელიგიური ნიშნის შეურაცხმყოფელი წარწერა.  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში  ხსენებული ფაქტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ და აცხადებენ, რომ დაუკავშირდებიან ისრაელის იმ უწყებას, რომელიც ტაძრის მოვლაზეა პასუხისმგენბელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: