მაია ფანჯიკიძე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

მაია ფანჯიკიძე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

"მიმდინარეობს გამოძიება და სანამ ის არ დასრულდება, კონკრეტულად ვერ გეტყვით, სინამდვილეში რა მოხდა. ვიცით, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვები დატოვეს მონასტრის კედლებზე და ამის შესახებ ჩვენმა ელჩმა შეგვატყობინა. მან მაშინვე მიმართა ისრაელის შესაბამის სამსახურებს თხოვნით, რომ გაირკვეს, რაშია საქმე. ალბათ, გამოძიება მალე დასრულდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.


დილით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს.
იერუსალიმის ჯვრის ტაძარში მომხდარ ვანდალიზმთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის საელჩო ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას ავრცელებს.


ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარი კრიმინალური აქტი სასტიკად დაგმო.
 
"ებრაული ფასეულობები აბსოლუტურად ეწინააღმდეგება მსგავს ფაქტებს. აღმსარებლობის თავისუფლება ყოველთვის იქნება დაცული ისრაელის სახელმწიფოში, დამნაშავენი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. პოლიცია მოცემულ მომენტშიც ინტენსიურ გამოძიებას აწარმოებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: