ირაკლი ალასიანია რეზერვის შექმნას აპირებს?!

ირაკლი ალასიანია რეზერვის შექმნას აპირებს?!

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ ალასანიამ განაცხადა, რომ შესაძლოა საქართველოს რეზერვი თავიდან  შეიქმნას.


"ძირითადად ეს ეხება ტრენინგს და განათლებას. ჩვენ ნატოს პარტნიორები ვართ ავღანეთში. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვიხილეთ შემდგომი სტრატეგია ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. გვქონდა საუბარი სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ჩვენ გავაცანით ჩვენი ძირითადი ხედვა, თუ რა სახის ცვლილებები იქნება თავდაცვის დოქტრინაში", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით შვედეთისa და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრები კარლ ბილდტი და ნიკოლაი მლადენოვი, ასევე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი იაცეკ მიხალოვსკი იმყოფებიან. ისინი თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართავენ. მათი ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: