დავით ებრალიძე: გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს!

დავით ებრალიძე: გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს!

საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს მუშაობის გამჭვირვალობის და აღნიშნულ პროცესში ჩვენი საზოგადოების მეტი ჩართულობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ინიციატივით გამოვიდა, რათა საგადასახადო დავების განხილვის მუშაობაში  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჩაერთონ.


ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ განუცხადა.


მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო ეკონომიკური საკითხების ირგვლივ მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სთავაზობს, 2012 წლის 25 დკემბრამდე ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინონ საბჭოს სავარაუდო წევრების კანდიდატურები და ინფორმაცია მათი სამუშაო გამოცდილების შესახებ. პირველ ეტაპზე, როგორც ამას დავით ებრალიძე აცხადებს, აირჩევა არასამთავრობო სექტორის ორი წარმომადგენელი. ხოლო პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების  უფრო ფართო სექტორის მონაწილეობის უზრეუნველსაყოფად ექვს თვეში ერთხელ წევრები  როტაციის პრინციპით შეიცვლებიან.


 „რაც შეეხება ადმინისტრირები პროცესს, ის არ შემცირდება და გახდება უფრო სამართლიანი. გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს და არ იქნება შერჩევითი სამართალი“, - განმარტავს დავით ებრალიძე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საგადასახადო დავების განხილვა   წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოს,  რომლის საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.


ებრალიძის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო არ ემხრობა დამოუკიდებელი არბიტრაჟის შექმნას.


„სასურველია, ყველამ შეძლოს მის წინაშე არსებული პრობლემის ადგილზე სამართლიანი გადაწყვეტა. ადვოკატების წარმოდგენა ყველას უნდა შეეძლოს. ფინანსთა სამინისტრო მიმართავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა არსებულ დავებში მონაწილობა მიიღონ,“ - აცხადებს ებრალიძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: