ძიუდიოს ფედერაციის პრეზიდენტი ყვარლის გამგებლი გახდა?

ძიუდიოს ფედერაციის პრეზიდენტი ყვარლის გამგებლი გახდა?

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად "ქართული ოცნებიდან" ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი და ჭიდაობის ფედერაცის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დაინიშნა.

 

"20 დეპუტატი გვყავს და ყველა მათგანმა მხარი დავით ქევხიშვილის კანდიდატურას დაუჭირა. მეორე კანდიდატი ყვარლის მკვიდრი დავით ტოჩილაშვილი იყო. ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის. უახლოეს მომავალში ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე კონურსს გამოვაცხადებთ", – აღნიშნა ყვარლის საკრებულოს თავჯდომარემ ზაზა ლომიძემ.

 

დავით ქევხიშვლი 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა მაჟორიტარი დეპუტატი ვერ გახდა. 

 

რამდენიმე დღის წინ ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

 

შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ზანდარაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 6 დეკემბერს დაწერა. ის "ნაციონალური მოძრაობის" წევრია.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: