ცხელი ამბავი

ახალციხის ბიბლიოთეკაში ევროპის კუთხე გაიხსნება

ახალციხის ბიბლიოთეკაში ევროპის კუთხე გაიხსნება

16 დეკემბერს, 15 საათზე ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ევროპის თემაზე გამოფენა მოეწყობა.


ბიბლიოთეკაში ასევე  ევროპის კუთხის გახსნაც იგეგმება. ინფორმაციას „Кавказ-Пресс“ ავრცელებს.


გამოფენის ორგანიზატორების ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში შემონახული, ასევე ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არსებული უნიკალური მასალები: ფოტო, კინო, ხელნაწერები და დოკუმენტები, რომლებიც ქართულ-ევროპულ ურთიერთობებს ასახავს. ეს ყოველივე კი, დაეხმარება მოსახლეობას დეტალურად გაეცნონ ევროპულ თემაზე არსებულ პუბლიკაციებს.


გამოფენის ორგანიზატორი ორგანიზაცია „ახალი თაობა - ახალი ინიციატივაა“.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: