ლევან ყენია - ლვოვის „კარპატის“ ლიდერი?!
უკრაინული "კარპატის" ქართველ ფეხბურთელ ლევან ყენიას შეთავაზება ქვეყნის წამყვანი კლუბებისგან აქვს, თუმცა ლვოვის გუნდის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მის სხვაგან გაშვებას არ გეგმავს.
ქართველი მოიერიშე "კარპატიში" წელს გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა.
“Спорт экспресс В Украине”-მ იგი უკრაინის პრემიერლიგის აღმოჩენათა ათეულში შეიყვანა.
ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელის კარიერა დიდად შეაფერხა კოჭის ტრავმამ, რის მოშუშებასაც სამი ოპერაცია და ორი სარეაბილიტაციო წელი დასჭირდა. ამ ფაქტის გამო, მას გერმანული კლუბის "შალკეს" დატოვება მოუხდა.
უკრაინის ჩემპიონატში ამჟამად ზამთრის შესვენეებაა გამოცხადებული და "პრემიერლიგა" მხოლოდ მარტში განახლდება. ყენია ამ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტითაა დაკავშირებული.