უკანონოდ შეჭრილებს დღეს ტერიტორიის დატოვებას მოსთხოვენ!
„სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ შეჭრილ ადამიანებს დღეს მიეცემათ გაფრთხილება, რომ დატოვონ ტერიტორია“, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, დავით დარახველიძემ განუცხადა.
მისი თქმით, დაახლოებით 20 ათასამდე ადამიანი 53 ობიექტში იყო შეჭრილი, თუმცა აქედან, უკანონოდ შეჭრილი ოჯახი მხოლოდ 300-მდეა დარჩენილი.
მინისტრის განცხადებით, ყველაზე პრობლემური კამოს ქუჩის შემთხვევა იყო.
"ჩვენ შევეცდებით მივაღწიოთ მათ მშვიდობიან გამოსვლას და იმედი მაქვს, რომ აუცილებელი არ იქნება პოლიციის ჩარევა", - განაცხადა დავით დარახველიძემ.
მისივე თქმით, უკანონოდ შეჭრილებთან მოლაპარაკებებში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.