რას უპირებენ წყნეთის სამთავრობო აგარაკებს?
პრემიერ-მინისტრის წინადადებით, ეკონომიკის სამინისტრო ფიქრობს, რომ წყნეთში მდებარე 16-ვე სამთავრობო აგარაკი საპრივატიზაციო ნუსხაში შეიტანოს ან მათთვის უფრო სასარგებლო დანიშნულება მოიფიქროს.
ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით ქუმსიაშვილმა განაცხადა.
"წყნეთის სამთავრობო აგარაკები პრაქტიკულად დაცლილია. იქ მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. პრემიერის წინადადებით, ვფიქრობთ, რომ ეს აგარაკები საპრივატიზაციო ნუსხაში შევიტანოთ ან მათ უფრო სასარგებლო დანიშნულება მოვუძებნოთ. ახალი მთავრობის გათვლებით, აღნიშნული აგარაკების შენახვა, მათი ეკონომიურად მოვლა-პატრონობის შემთხვევაში, წლიურად მილიონ ლარამდე უნდა დამჯდარიყო", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქუმსიაშვილი არ აკონკრეტებს, რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები ცხოვრობენ ამ აღნიშნულ აგარაკებში, თუმცა აღნიშნა, რომ მათ აგარეკები სიმბოლურ ფასად აქვთ დაქირავებული.
"რამდენადაც გავარკვიეთ, კანცელარია წყვეტდა, თუ ვისთვის მიეცათ აგარაკებით სარგებლობის უფლება. ახლა რამდენიმე ოჯახს იქ ფართი იჯარით აქვს აღებული და, როგორც ვიცი, საკმაოდ სიმბოლურ ფასად. თუ არ ვცდები, თვეში 300 ლარზეა საუბარი. როგორც კი იჯარის ვადა გავა, ეს ოჯახები სამთავრობო აგარაკებს დატოვებენ", - აღნიშნა ქუმსიშვილმა.