პატრიარქმა მეცნიერები წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის ორდენით დააჯილდოვა

პატრიარქმა  მეცნიერები წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის ორდენით დააჯილდოვა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა.


უწმინდესმა ბრძანა, რომ საქართველოს ეკლესიას უამრავი წმინდანი ჰყავს, რომლებიც მფარველობენ ქვეყანას და მან ამისთვის უფალს მადლობა შესწირა.


პატრიარქმა  დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში სამი მეცნიერი წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის ორდენით დააჯილდოვა. კერძოდ, მეცნიერებაში გაწეული ღვაწლისთვის აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, ხოლო სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის ზურაბ ჭუმბურიძე და გრივერ ფარულავა დაჯილდოვდნენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: