დევი კანდელაკი „თელასის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა

დევი კანდელაკი „თელასის“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა

„თელასის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კომპანიის გენერალურ დირექტორად საქართველოში „ინტერ რაო ეეს“–ის ჯგუფის  გენერაციის ობიექტების ხელმძღვანელი დევი კანდელაკი დაინიშნა.


დევი კანდელაკმა 1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. 2005 წელს მიიღო მენეჯმენტის ევროპული სკოლის დიპლომი.


2000 წელს დევი კანდელაკი  კომპანია „AES-მტკვარი“-ს ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა, ხოლო 2000 წლიდან 2003 წლამდე ამავე კომპანიის კომერციული დირექტორის პოსტს იკავებდა. 2003 წელს იგი გახდა კომპანია „მტკვარი ენერგეტიკა“–ს გენერალური დირექტორი. 2008 წლიდან დღემდე დევი კანდელაკი შპს „მტკვარი ენერგეტიკა“–ს, სს „ხრამი–1“ და სს „ხრამი–2“ გენერალური    დირექტორია.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: