თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი დაკითხვაზეა
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ლუბა კოზმავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად რა საკითხზე მიმდინარეობს მერიის ადმინისტრაციის უფროსის დაკითხვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის ემრია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ქალბატონ ლუბას ორი კვირის ახალშობილი ჰყავს და ის მეძუძური დედაა.