"მატროსოვის ციხის" პატიმრები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ

"მატროსოვის ციხის" პატიმრები ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ

უკვე მეორე დღეა ე.წ. "მატროსოვის ციხეში" მოშიმშილე "ქართული პარტიის" წევრები ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან შეხვედრას ითხოვენ.


ძმები ტერაშვილები და დავით შიუკაშვილი 5 დეკემბრამდე ამ კომიტეტის მიერ შედგენილ პოლიტპატიმართა სიაში იყვნენ, საიდანაც გაურკვეველი მიზეზებით ამოიღეს. ტერაშვილები და შიუკაშვილი გახმაურებული "ზილების რევოლუციის" საქმეზე, აბსურდული ბრალდებებით, ერთი წელია სასჯელს იხდიან. ამავე ბრალდებით დაკავებული რამდენიმე პირი პოლიტპატიმართა სიაშია.


ტერაშვილები და შიუკაშვილი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარისგან იმის ახსნას ითხოვენ, რატომ მოხდა სიის გამოქვეყნების წინა დღეს, მათი გვარების ამოღება პოლიტპატიმართა სიიდან.


დასაბუთებული განმარტებების მიღებამდე და პოლიტპატიმართა სიაში აღდგენამდე, ლევან ტერაშვილი, კახა ტერაშვილი და დავით შიუკაშვილი, უვადო შიმშილობას გააგრძელებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: