საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეოპერატორებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეოპერატორებმა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეოპერატორები სოლიდარობას და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ტელეკომპანია „რუსთავი2-ის“ სანფორმაციო სამსახურის ოპერატორებს. ისინი  ტელეკომპანიის ხელმძღვანელებსაც მიმართავენ.


„ჩვენ ვართ შემოქმედებითი ჯგუფი და არ უნდა ვხდებოდეთ არც პოლიტიკური და არც ფინანსური ავანტიურის მსხვერპლნი. გთხოვთ კარგად გააცნობიეროთ თუ რას ნიშნავს არასათანადო მოპყრობა ტელეოპერატორის მიმართ.


იმედს გამოვთქვამთ, მომავალი წლიდან ჩვენს ხელშეკრულებებში, დამქირავებლისა და დაქირავებულის ურთიერთობა უფრო ცივილურ ფორმას მიიღებს“.


დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ და არც ერთ გადაღებაზე არ გამოცხადებულან. ისინი ამ ფორმით ხელფასების შემცირებას აპროტესტებენ.  ეს ინფორმაცია ამ დრომდე ოფიციალურად არ დადასტურებულა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: