მერიის ადმინისტრაციის უფროსი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს

მერიის ადმინისტრაციის უფროსი დაკითხვის დეტალებზე არ საუბრობს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა ლუბა კოზმავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური უკომენტაროდ დატოვა. ამ დრომდე უცნობია, თუ რა საკთხზე იყო დაბარებული საგამოძიებო სამსახურში.


ამის შესახებ ინფორმაციას არც მერიის პრესსამსახურში ფლობენ.


„ამ ეტაპზე უცნობია კონკრეტულად, რა საკითხზე მიმდინარეობს  მერიის ადმინისტრაციის უფროსის დაკითხვა.  აღსანიშნავია, რომ  ქალბატონ ლუბას ორი კვირის ახალშობილი ჰყავს და ის მეძუძური დედაა“, - განუცხადეს „ივერიონს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ვინაიდან ლუბა კოზმავა მეძუძური დედაა, დაკითხვიდან მისი ასე ადრე გაშვების მიზეზი ეს გახდა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: