ოქროს ბირჟაზე ხანძარია!
სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალთან" არსებულ ოქროს ბირჟაზე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა მოვაჭრეებში პანიკა გამოიწვია.
ამ წუთებში ადგილზე ხანძრის ლოკალიზებას სამი სახანძრო მანქანა ცდილობს. ადგილზე მობილიზიებულია სასწრაფო დახმარებისა და პარტულის ბრიგადები.
ხანძრის გამომწვევბი მიზეზი ჯერჯერობით გაუკვეველია.
"მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი დიდი არ არის, კვამლმა პანიკა გამოიწვია, თუმცა ამ დროისთვის ამის საფუძველი აღარ არსებობს. რაც შეეხება ხანძრის გაჩენის მიზეზს, ის მოკვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა", _ განუცხადა მეხანძერეთა ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა "ივერიონის" კორესპოდენტს.