რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

რუსთავში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განზრახ მკვლელობის ბრალდებით,   1973 წელს დაბადებული გიორგი გ. დააკავეს.

 

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა რუსთავში,  ს.ს. "საქ.მონტაჟ სპეც-მშენის"  ტერიტორიაზე, ბასრი და ბლაგვი იარაღების გამოყენებით მოკლა თავისი მეგობარი, 1941 წელს დაბადებული ომარ მიქელაძე. დაკავებულმა  ჩადენილი დანაშაული აღიარა.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელობის მომენტში დაკავებულიც და მსხვერპლიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. გაირკვა ისიც, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ გიორგი დ-სა და ომარ მიქელაძეს  ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

 

სამართალდამცავებმა ომარ მიქელაძის გვამი მომხდარიდან მეორე დღეს "ს.ს. საქ.მონტაჟ სპეც-მშენის" ტერიტორიაზე, სადარაჯო  ჯიხურთან  ახლოს იპოვეს, სადაც ბრალდებული დარაჯად მუშაობდა.

 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის  საქმე 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა), რაც 7- დან 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: