გიორგი თავდგირიძე: საქართველომ თავდაცვითი სისტემა უნდა გააძლიეროს!
ამერიკისგან თავდაცვითი იარაღის შეძენაზე შეზღუდვის მოხსნას მისასალმებელ და წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე.
"ამერიკის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა მისასალმებელია, რადგან საქართველოს სჭირდება ამგვარი შეიარაღება. რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემას, ამაში არა მარტო შეზღუდვის მოხსნა, არამედ ამერიკის მხრიდან აუცილებელია დახმარების აღმოჩენა განათლების სფეროში, რადგან ჩვენ არა გვყავს ამ საქმის სათანადო სპეციალისტები", _ ამბობს თავდგირიძე.
სახელმწიფოს მხრიდან საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნისთვის და თავდაცვითი იარაღის შესაძენად თანხების გამოყოფას ექსპერტი აუცილებელ ვალდებულებად მიიჩნევს.