თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
დღეს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, შუქი 10-დან 16 საათამდე ვაზისუბნის I მიკრორაიონის ნაწილს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის აბონენტებს არ მიეწოდება.
10-დან 17 საათამდე კი, ელექტროენერგია თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტალს, XI მიკრორაიონის III კვარტლის ნაწილს, რომელაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 18 საათამდე გლდანის მასივის I მიკრორაიონსაც შეეხება.
შუქი 11-დან 16 საათამდე თევდორე მღვდლის, გორისა და მიმდებარე ქუჩებს, აღმაშენებლის გამზირს, თამარ მეფის გამზირის ნაწილს და კვინიტაძის ქუჩას გაეთიშება.