ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია

ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია

უამინდობის გამო, ჯვრის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე ისევ გარკვეული შეზღუდვებია. 

 

როგორც "ივერიონს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, ჯვრის უღელტეხილზე სამი ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული. 

 

აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრძალება მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

 

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ასევე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-106 კმ -გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე,  სამივე ტიპის ტრანსპორტის გადაადგილებაა შეზღუდული.

 

გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: