ცხელი ამბავი
როცა თვითცენზურის ჭანჭიკი მოშლილია, ცენზურა უნდა არსებობდეს! ვიყავი, ვნახე... ვერ გავიგე! ანუ, რობერტ სტურუას „გედის სიმღერა“! ძირს ლიბერალური პარტიები, გაუმარჯოს ხალხის ხმას! როსტევანის ამბავი რუსთაველის თეატრის სცენაზე, ანუ ხიდი თუ უფსკრული? ვინ იქნება მომავალი პატრიარქი?! რატომ დაპატარავდა დიდი ბრიტანეთის იმპერია მაღალიერარქი - უმწიკვლო რეპუტაციით! ნოდარ ჭითანავა - 90 ნოდარ ჭითანავა -  დედით სოციალისტური, მამით კაპიტალისტური, გვარიშვილობით ქართული საბაზრო ეკონომიკა ძირს ყალბი დემოკრატია - გაუმარჯოს წესრიგს! „ალავერდის წმინდა გიორგი“ - ფრესკაში გაცხადებული საქართველოს ისტორია

საქართველოს რამდენიმე სკოლაში ფრანგული ენის სწავლება დაფინანსდება

საქართველოს რამდენიმე სკოლაში ფრანგული ენის სწავლება დაფინანსდება

ფრანგულ-ქართული ორგანიზაციები ქართულ სკოლებში ფრანგული ენის სწავლებას დააფინანსებენ.


თანამშრომლობის ხელშეკრულებას ხელი განათლებისა და მეცნიერების პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ, საქართველოში ფრანგული ენის განვითარების   ფონდის პრეზიდენტმა  ჯაკ ფლორიმ და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა  ჟილ კარასომ მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად,  საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით კლასებში აღნიშნული ფონდიდან ფრანგული ენის შესწავლა დაფინანსდება.


პროგრამა 2013 წლის იანვრიდან შემდეგ სკოლებში ამოქმედდება: თბილისის 14-ე, 85-ე, 88-ე, 124- და 155-ე, ასევე ფოთის 5-ე , ქუთაისის 25-ე და გურჯაანის 1-ელ საჯარო სკოლებში.


აღნიშნული ფონდის შექმნის ინიციატივა საფრანგეთის ელჩს საქართველოში რენო სალენსას ეკუთვნის. ფონდის საპატიო ხელმძღვანელი საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ  რულოვსია.


პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია 17 დეკემბერს საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში გაიმართება. ღონისძიების გახსნაში მონაწილეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და საქართველოს პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი დაესწრებიან.

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: