„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი უკვე გამოცხადდა.
განცხადებების წარდგენა ერთი თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
ამ ეტაპზე კი, გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს, რომელიც აქამდე მაუწყებლის ტექნიკურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა, თუმცა სამეურვეო საბჭოს მან გადადგომის შესახებ განცხადებით ოფიციალურად დღეს მიმართა.
სამეურვეო საბჭომ გია ჭანტურიას განცხადება დააკმაყოფილა. ამასთან, ჭანტურია არ აკონკრეტებს, თუ სად განაგრძობს მუშაობას.