სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი დააკავეს
დღეს სამართალდამცველებმა სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი ზვიად ობოლაძე დააკავეს. ზვიად ობოლაძე წინასწარი დაკავების საკანში გადაიყვანეს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რასთან დაკავშირებით წაუყენეს ოფიციალური ბრალი ობოლაძეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ობოლაძის დაკავება სამტრედიაში წინასაარჩევნო დაპატიმრებებთან არის დაკავშირებული, მათ შორის - კახი კალაძის საარჩევნო შტაბის უფროსის დაკავებასთან.
ამასთან დაკავშირებით დღეს ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ქუთაისის ყოფილმა მერმა გიორგი თევდორაძემ და იმერეთის გუბერნატორმა ვაქხტანგ ბალავაძემ ბრიფინგი გამართეს.
ბალავაძისა და თევდორაძის განცხადებით, ქვეყანაში შიშს ნერგავენ, ბევრი ელოდება პოლიტიკური დაპატიმრებებს და ტერორს. მათი თქმით, ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებს თვითმმართველობებზე და დაშინების მიზნით უდანაშაულო ადამიანებს აკავებენ.