მართმადიდებელი ეკლესია დღეს ისე წილკნელის ხსენების დღეს აღნიშნავს

მართმადიდებელი  ეკლესია დღეს ისე წილკნელის ხსენების დღეს აღნიშნავს

დღეს, 15 დეკემბერს, მართმადიდებელი  ეკლესია ისე წილკნელის ხსენების დღეს აღნიშნავს.


ისე წილკნელი იყო ცამეტთაგან ერთი ასურელ მამა. იგი იყო დიაკონი, იოანე ზედაზნელის მოწაფე - მოვიდა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის შუა წლებში,  ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ კი   წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. მან გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილოეთ  მთიანეთის მოსახლეობა, სადაც დაანგრია წარმართულ კერპთა ტაძრები და ააშენა ეკლესიები. დასაფლავებულია წილკნის ეკლესიაში.


იოანე ზედაზნელის მოწაფეები, ასურელი მამები იყვნენ: შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ქიზიყელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, ზენონ იყალთოელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: