ქეთა თოფურია ებრაელ მილიონერზე გათხოვდა
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია გათხოვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქეთა ებრაელ მილიონერ, 37 წლის ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად.
ამის შესახებ ინფორმაცია ტრადიციული საახალწლო შოუს - "Рождественская песенка года" გადაღებების დროს გავრცელდა.
А-Студио-ს ქართველი სოლისტის საქორწინო ცერემონია საიდუმლოდ გაიმართა. მას მხოლოდ წყვილის ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია მომღერლის დაოჯახების შესახებ, თოფურიას პასუხობს, რომ საყვარელ მამაკაცს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა, ახლა კი თავიანთი ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს.
როგორც მომღერალი აცხადებს, მდიდრული ქორწილის გადახდაზე მათ უარი იმ მიზეზით თქვეს, რომ ასეთ ღონისძიებებზე მხოლოდ სტუმრები მხიარულობენ, სიძე-პატარძალი კი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებით არიან დაკავებული და გართობისთვის ვერ იცლიან. ქეთას და მის მეუღლეს კი წვეულების მოწყობა მხოლოდ საკუთარი თავისთვის სურდათ. ქეთას თქმით, ყველაფერმა შესანიშნავად ჩაიარა.
თებერვალში საქართველოში ყოფნის დროს, ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ქეთა თოფურია აცხადებდა, რომ იგი ებრაელ მილიონერზე, 37 წლის ლევ გეიხმანზე, ფაქტობრივად, გათხოვილია და მზადაა, რომ საყვარელ მამაკაცს შვილიც გაუჩინოს. ისინი ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებოდნენ.