შსს-მ ნარკოდამნაშავე დააკავა
შსს-ს განცხადების თანახმად, ჭიათურის პოლიციის რაიონული სამმართველოსა და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია მოქალაქე ნუგზარ ხ.
სამინისტროს ინფორმაციით, ძიების შედეგად დადგინდა, რომ ნუგზარ ხ. „მორფინს“ თამაზ ც-ს სისტემატურად სძალავდა, რომელსაც აღნიშნული ნივთიერება ჭიათურის რაიონის სოფელ სვერში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფი ბებიისთვის პოლიციიდან გამოჰქონდა.
„ნუგზარ ხ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სამართალდამცველებმა 15 ამპულა „მორფინი“ და საბრძოლო მასალა - შაშხანა და ნაგანის სისტემის იარაღი ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლის I ნაწილით, 264-ე მუხლის II ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის I ნაწილით აღიძრა. დანაშაული 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.