ობოლაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

ობოლაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ

სამტრედიის პოლიციის ყოფილ უფროსს, ზვიად ობოლაძეს ბრალს დღეს წაუყენებენ.


დასავლეთ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ობოლაძე გუშინ დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა სამსახურეობრივ უფლებამოსილებას გადააჭარბა, რამაც ფიზიკური პირის ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.


აღნიშნული შეხვედრა 2012 წლის 19 აგვისტოში დაბა კულაში მოხდა. ზვიად ობოლაძე სოსო კიღურაძის ოჯახში სტუმრად მყოფი ძმიშვილის, სერგო კიღურაძის დასაკავებლად მივიდა.


ოჯახის წევრები შეეცადნენ სერგო კიღურაძის სახლიდან გაყვანაში და მანქანაში ჩასმაში ხელი შეეშალათ, რა დროსაც ზვიად ობოლაძემ თავის სამსახურებრივ მოვალეობას გადააჭარბა.


პროკურატურის ინფორმაციით, კიღურაძის სახლიდან გაყვანის პროცესში, ობოლაძემ მაია ხარებაძეს იარაღის ტარი განზრახ ჩაარტყა თავში.


ამ დაკავებას უკვე მოჰყვა "ნაციონალური მოძრაობის" კომენტარები. ისინი ობოლაძის დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: