მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა იზრდება

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნა იზრდება

„ფეისბუქში“ გაჩნდა გვერდი მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.


გვერდის შემქმნელებმა გამოაქვეყნეს პეტიცია, რომლის მხარდაჭერაც ღიად მიმდინარეობს. „ივერიონი“ აღნიშნულ პეტიციას უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს პარლამენტს :


ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საქართველოს მოქალაქეები, გთხოვთ განიხილოთ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანის საკითხი, რომლითაც მოხდება  ნარკოტიკების კატეგორიზაცია – მარიხუანა გამოეყოფა იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული დევნა და მოხდება მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია.


 ჩვენი მიზანია პიროვნული თავისუფლების დაცვა და არა მარიხუანას პოპულარიზაცია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ  მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მიერ ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია“.


პეტიციის ხელმომწერთა შორის არიან: ნინია კაკაბაძე, დეპუტატი გოჩა ხაჩიძე და სხვები.


მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მომხრეთა შორის არის ვალერი ხაჩიძე, რომელმაც თავისი პოზიცია ლექსით დააფიქსირა: " მე თუ ვეწევი პლანს, ეს არ ნიშნავს იმას, რო ვუბინძურებ ამით ვინმეს ჰაერს, ფილტვებს, სულს ან კანს ... "

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: