ვატიკანში საშობაო ნაძვის ხე გაანათეს
ვატიკანში საშობაო ნაძვის ხე გაანათეს. ცუდი ამინდის მიუხედავად, წმინდა პეტრეს მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა.
ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აანთო ორმა ბელგიელმა ბავშვმა. 30-მეტრიანი ნაძვი ბელგიის ვალონიის ტყიდან ჩამოიტანეს და საჩუქრად რომის პაპს გადასცეს.
განათების ცერემონიალს ბელგიიდან ჩამოსული დელეგაციაც დაესწრო. ნაძვის ხე მოკრძალებულად მორთულია და ვატიკანის დროშის ფერებში - თეთრი და ოქროსფერი ნათურებითაა განათებული.
ვატიკანის ცენტრში ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია სათავეს 1982 წლიდან იღებს. პირველად ნაძვის ხე ამ ადგილზე იოანე პავლე მეორემ აანთო.