მერაბიშვილზე შეტევა დაიწყო!
გუშინ ღამით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ბიძა, ლევან თუმანიშვილი, ფინანსურმა პოლიციამ დააკავა.
თუმანიშვილს ბრალი ორი მუხლით: ხე-ტყის უკანონო მოპოვება-რეალიზაციისთვის და დოკუმენტაციის გაყალბებისთვის წაუყენეს.
თუმანიშვილის კომპანია "ტაოს" ჰქონდა ხე-ტყის ჭრის ლიცენზია, მაგრამ "მე-9 არხის" გადამღებ ჯგუფს, რომელიც თუმანიშვილის საქმიანობაზე გადაცემას აკეთებდა, ტყე მთლიანად გაჩეხილი დახვდა.
"ტაოს" ბუღალტრის, ნინო აბულაძის განცხადებით, კომპანიას ყველა დოკუმენტი წესრიგში აქვს. ფინანსური პოლიცია კომპანიაში 28 ნოემბერს შევიდა და ამ დროისთვის ყველა დოკუმენტაცია კომპანიიდან წაღებულია.
შეგახსენებთ, რომ "ივერიონი" ლევან თუმანიშვილის უკანონო ქმედებებზე ადრე წერდა. გამოვთქვამდით ვარაუდს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ამ პიროვენბით დაინტერესდებოდნენ.