ლუკა კურტანიძე თუ თამაზ გეგეშიძე?
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას დღეს ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე საპრეზიდენტო არჩევნებში ორ კანდიდატს - ლუკა კურტანიძესა და თამაზ გეგეშიძეს უყრიან კენჭს.
რიგგარეშე საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა დღეს 12:00 საათზე ჭიდაობის ფედერაციაში უნდა გამართულიყო, თუმცა ადგილი და დრო შეიცვალა და ყრილობას სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უმასპინძლებს.
სამინისტროში ყრილობისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს. ამ წუთებში იქ დელეგატები იკრიბებიან.
ჭიდაობის ახლადარჩეული პრეზიდენტი დღეს თავის გუნდს დაასახელებს.
ყრილობა 16:00 საათზე დაიწყება და მას 110 დელეგატი დაესწრება. ისინი პრეზიდენტს 4 წლის ვადით აირჩევენ.