ცხელი ამბავი

ახალქალაქში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

ახალქალაქში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს

სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ახალქალაქში, აეროპორტის საერთო საცხოვრებელში არსებული მიტოვებული საცხოვრებელი სახლიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, 14 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე. 

 

ამოღებულია ორი ცალი საკვალე კოჭა, ცხრა ცალი "ეფ-1" ტიპის ხელყუმბარა, ოთხი კაფსულის დეტონატორი მუხტით, ხოლო ერთი დეტონატორი ამფეთქებლის გარეშე, ერთი ცალი N7 ტიპის "ერგედე"-ს ხელყუმბარა, 1 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 2497 ცალი 7,62 კალიბრიანი ვაზნა, 96 ცალი 5,45 კალიბრიანი "აკაეს"-ის ვაზნა, სამი ცალი იარაღის ბუდე და ორი ცალი სამხედრო ჩანთა.

 

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 236-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. გამოძიებას ახალქალაქის რაიონული სამმართველო აწარმოებს. 

გააზიარე სტატია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: