გიორგი აბდალაძე: ამ შოკისმომგვრელ კადრებს მერაბიშვილის დაჭერა და სააკაშვილის გადადგომა მოჰყვება
ჟურნალ "სარკესთვის" მიცემულ ინტერვიუში, ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს:
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ პირადად სააკაშვილის ბრძანებით დაგვაკავეს. უახლოეს მომავალში ისეთ მტკიცებულებებს დავდებთ, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რამ თავდაყირა დადგება. რეპორტიორები პროკურატურაში სარჩელის შეტანას ვაპირებთ, ახლა ადვოკატებთან კონსულტაციებს გავდივართ. ყველა იმ ადამიანმა, რომელმაც ეს ბრძანება გასცა და ჩვენს დასჯაში მონაწილეობდა, პასუხი უნდა აგოს. ისეთ კადრებს დავდებთ, რომ შემსრულებლებს და ბრძანების გამცემებს შოკში ჩავაგდებთ! საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი მასალებია, რომლებსაც, ვფიქრობ, რომ ჯერ ვანო მერაბიშვილის დაპატიმრება მოჰყვება, შემდეგ კი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ სააკაშვილის განცხადება. ციხის კადრებზე უარესი იქნება",- აცხადებს აბდალაძე ჟურნალ "სარკისთვის" მიცემულ ინტერვიუში.