გია გუგუშვილის მასტერ-კლასი ნატოს საინფორმაციო ცენტრში
ნატოს საინფორმაციო ოფისში მხატვარმა გია გუგუშვილმა ახალგაზრდა შემოქმედთათვის, რომელთაც გაიმარჯვეს კონკურსში "ჩემი ნატო" მასტერ-კლასი ჩაატარა.
კონკურსი "ჩემი ნატო" საქართველოში ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობა სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 100-მდე სკოლის მოსწავლემ, მათ შორის დევნილმა ბავშვებმაც მიიღეს.
"ახლა ბავშვებს თოვლის ბაბუას ვახატინებთ, მერე კურდღლის დახატვასაც ვასწავლით. გაკვეთილი დაახლოებით საათნახევარს გაგრძელდება. ასეთი მხიარული საახალწლო განწყობით შევხვდებით დამდეგ დღესასწაულებს", - განაცხადა მხატვარმა გია გუგუშვილმა.