რიჩარდ ნორლანდი ქართველებს მადლობას უხდის

რიჩარდ ნორლანდი ქართველებს მადლობას უხდის

 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარად ნორლანმა, ნიუთაუნიში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და ქართველებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

"ყველა ამერიკელი შოკირებული და შეძრულია ნიუთაუნიში მომხდარი ტრაგედიის გამო. ამერიკელ ხალხს თანაგრნობას მსოფლიო ლიდერები უცხადებენ. საქართველოს პეზიდენტმა და პრემიერმა  მწუხარება გამოხატეს მომხდარის გამო. ჩვენ ასევე ვიღებთ უამარავ სატელეფონო ზარს ქართველი მეგობრებისგან", -განაცხადა ნორლანდმა.

 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ ნიუთაუნის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ ჯერ საკუთარი დედა მოკლა, ხოლო შემდეგ ერთ-ერთ სკოლაში შეიჭრა და ცეცხლსაცროლი იარაღით 26 ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. მოკლულთა შორის 20 ბავშვია. თავად ადამ ლანცამ თავი მოიკლა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მკვლელი, სავარაუდოდ, აუტიზმით იყო დაავადებული და ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. მომხდარის გამო მწუხარება უკვე გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: