მანანა კობახიძე: აუცილებელია საქართველოში მეტი პოლიტიკოსი ქალი ვიხილოთ

მანანა კობახიძე: აუცილებელია საქართველოში მეტი პოლიტიკოსი ქალი ვიხილოთ

სასტუმრო "ქორთიართ მარიოტში“ "მომავალ ლიდერ ქალთა“ პროგრამის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. 

 

ცერემონიას აშშ-ს ელჩი საქართველოში, რიჩრდ ნორლანდი, პარლამენტის თავმჯომარის მოადგილე მანანა კობახიძე და NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი ლუის ნავარო ესწრებოდნენ. 

 

"წინა წლებთან შედარებით, წელს უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ თუ ევროპული განვითარება და დასავლური ღირებულებების დანერგვა გვინდა, აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში მეტი პოლიტიკოსი ქალის ვიხილოთ. მე როგორც გენდერული საბჭოს ხელმძღვანელი, ვისურვებდი, რომ ეს მიმართულება უფრო დაიხვეწოს“,- განაცხადა  პარლამენტის თავმჯომარის მოადგილე მანანა კობახიძემ.

 

ამერიკის მთავრობა, USID-ის მეშვეობით, უკვე 9 წელია "მომავალ ლიდერ ქალთა“ პროგრამას აფინანსებს. შეხვედრას ძირითადად პარლამენტის აპარატის მანდილოსანი თანამშრომლები ესწრებიან. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: