რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება. მისივე თქმით, კონკრეტულად როდის შეხვდებიან მხარეები ერთმანეთს, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სავარაუდოდ, მომდევნო რაუნდი მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
აბაშიძის განცხადებით, მოლოდინი დიდი არ უნდა იყოს, რადგან ქვეყნებს შორის ურთიერთობები ჩიხშია შესული. ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის პირველი შეხვედრა ორი დღის წინ ჟენევის გარეუბანში შედგა.
„პირველი შეხვედრა დასაწყისისთვის ცუდი არ იყო. ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ეს რთული პროცესია. რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. შემდგომი შეხვედრები რეგულარულ საფუძველზე მოხდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.