ბათუმის რკინიგზის თანამშრომლებს პოლიციაში ჰკითხავენ
ბათუმის სარკინიგზო დეპოს თანამშრომლები აჭარის პოლიციის განყოფილებაში არიან დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "ნიუპოსტი" ავრცელებს.
სააგენტოს ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმის დეპოს გასხვისებას, რაც დაახლოებით ერთი წლის წინათ მოხდა. ახლა კი მისი მფლობელი ერთ დღეში შექმნილი კომპანიაა.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, მას სანდო წყორომ აცნობა, რომ დაკავებულები ამ წუთებში ბათუმის თამარის დასახლების პოლიიციის განყოფილებაში იმყოფებიან, დამატებით ცნობებს კი სულ მალე მოიპოვებენ.