რამაზ საყვარელიძე: ამერიკელები იოლად ვერ შეეგუებიან სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს

რამაზ საყვარელიძე: ამერიკელები იოლად ვერ შეეგუებიან სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამერიკელი სენატორების წერილს ამერიკის შეშფოთებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამერიკამ საქართველოში ბევრი მატერიალური რესურსი ჩადო, თუმცა ბევრი პოლიტიკური რესურსიც დააბანდა მიხეილ სააკაშვილსა და მის გუნდში.


"ცხრა წლის განმავლობაში ვისმენდით, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი "დემოკრატიის შუქურაა". სწორედ ეს აიძულებთ ამერიკელებს, სუბიექტურები იყვნენ, რადგან, რასაც "დემოკრატიის შუქურას" ეძახიან, ის შესაძლოა, "დამნაშავეობის შუქურა აღმოჩნდეს".  ნებისმიერი დარტყმა "ნაციონალურ მოძრაობაზე" ამერიკელი პოლიტიკოსების იმიჯსაც ურტყამს. იმას ვგულისხმობ, რომ მათ თავიანთ ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრი დაუპირისპირდება _ გვეგონა დემოკრატიას გვაფინანსებინებდნენ და დიქტატურა აღმოჩნდაო. შესაბამისად, ამერიკელი სენატორები ამომრჩევლის ნდობას დაკარგავენ. ამიტომაც ამერიკელები იოლად ვერ შეეგუებიან სააკაშვილის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს",  - აცხადებს გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.


ამასთან, რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამერიკა ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში დადებით როლსაც ასრულებს, ამის დადასტურებად კი პირველი ოქტომბრის არჩევნები სახელდება, ის რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა საქართველოში, ამის მთავარ მიზეზად, საქართველოში  ამერიკის ელჩის  რიჩარდ ნორლანდის  აქტიურობა სახელდება.


"პირველი ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიანად დამთავრება რომ გვიხარია, პირველ რიგში, ამერიკელი მეგობრების მადლიერები უნდა ვიყოთ. მადლობა უნდა ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უფრო დიდი ცოდვა არ დაედო და ხალხის ნება აღსრულდა. ამაში მთავარი როლი რიჩარდ ნორლანდმა შეასრულა, რომელიც შიგადაშიგ მიტინგებზეც კი დადიოდა", - განაცხადა რამაზ

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: