„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენდირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე 33 განაცხადი შევიდა
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსზე უკვე 33 განაცხადი შევიდა.
როგორც მაუწყებლის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, მათგან 32-მა განაცხადი დღეს შეიტანა, ხოლო პირველი განაცხადი 14 დეკემბერსაა შესული.
ვებ-გვერდის ინფორმაციით, კონკურსში ანა ზაუტაშვილი, მამუკა ფხაკაძე, ვასილ ბარნოვი, არჩილ ჭყოიძე, ზურიკო ჩადუნელი, ზურაბ ხუციშვილი, ვარლამ რამიშვილი, თინათინ ასათიანი, თეა შომახია, რამაზ ჩაჩანიძე, ფრიდონ დოჩია, პაატა დობორჯგინიძე, მიხეილ ვარძელაშვილი, მერი ოსოშვილი, მაია ბურდული, მამუკა ფორჩხიძე, მალხაზ ჟვანია, მალხაზ ჭანკოტაძე, მაია კაპანაძე, ლევან ჭელიძე, კობა ცხაკაია, კახა სარალიძე, კახა შალამბერიძე, ირაკლი თაბაგარი, გოჩა ლობჟანიძე, გიორგი კაჭარავა, გია კობაური, დავით ასლანიშვილი, არჩილ ყიფიანი, ანასტასია დადეშქელიანი, ალექსანდრე ლომოური, აკაკი შენგელია და ნიკოლოზ მეგრელიშვილი მონაწილეობენ.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა გია ჭანტურიამ 14 დეკემბერს დატოვა. დირექტორის მოვალეობას ამჟამად, გიორგი ბარათაშვილი ასრულებს. ახალი დირექტორი კონკურსის წესით ერთი თვის ვადაში უნდა დაინიშნოს. განაცხადების მიღება კი, 20 დეკემბრამდე გაგრძელდება.